Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს გერმანელი ჟურნალისტი ქალი, დაჭრილია კანადელი რეპორტიორი


ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა მოკლა გერმანელი ფოტოგრაფი ჟურნალისტი ქალი, ანია ნიედრინგჰაუსი და მძიმედ დაჭრა მისი კანადელი კოლეგა, კეტი გენონი. თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოხდა. თავდამსხმელი ავღანეთის ეროვნული პოლიციის წევრი იყო. ჟურნალისტები სააგენტო ასოშიეიტედ პრესს წარმოადგენდნენ და მუშაობდნენ პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში. ხოსტის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელი არმიის წევრი იყო და ის ადგილზე დააკავეს. ნიედრინგჰაუსი ერთადერთი ქალი იყო ასოშიეიტედ პრესის 11 ფოტოგრაფს შორის, რომლებმაც 2005 წელს პულიცერის პრემია მიიღეს ერაყის ომის გაშუქებისთვის. გასულ თვეში თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში მოკლეს ცნობილი ავღანელი ჟურნალისტი და დაჭრეს კიდევ რვა ადამიანი. ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი "ღრმად დამწუხრებულია ხოსტის პროვინციაში ორ უცხოელ ჟურნალისტზე თავდასხმის გამო".
XS
SM
MD
LG