Accessibility links

logo-print

დსთ-ის ხელმძღვანელი ქვეყანა ბელორუსია იქნება უკრაინის ნაცვლად


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგე ხელმძღვანელი ქვეყანა მიმდინარე წელს ბელორუსია იქნება ნაცვლად უკრაინისა - რომელმაც უარი თქვა ამ ფუნქციის შესრულებაზე. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განაცხადა, ახალ როლში ბელორუსია იმუშავებს „დსთ-ის სივრცეში კარგი მეზობლური კავშირების განმტკიცებაზეო“. უკრაინის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად ჩამოგდების შემდეგ, პარლამენტს მიმართავს დსთ-დან გამოსვლის წინადადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების ფონზე. დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი ლებედევმა ჟურნალისტებს დღევანდელი სხდომის შემდეგ უთხრა, მინისტრები იმედოვნებენ, რომ უკრაინა ორგანიზაციის წევრად დარჩებაო.
XS
SM
MD
LG