Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინის 25 მოქალაქეს თავდასხმების დაგეგმვაში სდებს ბრალს


რუსეთი აცხადებს, რომ დააკავა უკრაინის 25 მოქალაქე, რომლებიც თავდასხმების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილნი. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაკავებულები თავდასხმების განხორციელებას 14-დან 17 მარტის მონაკვეთში გეგმავდნენ, როსტოვში, ვოლგოგრადში, ტვერში, ორელში, ბელგოროდში, კალმიკიასა და თათრეთში. ამ განცხადებამდე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა არხმა, „ენტევემ“ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულებს შორის სამი პირი „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტია - უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფის, რომელმაც წვლილი შეიტანა თებერვალში პრო-მოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდებაში. ტელესიუჟეტის თანახმად, ეჭვმიტანილებს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაავალა ფოტოების გადაღება უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებული რუსეთის სამხედრო აღჭურვილობისთვის. უკრაინა ბრალდებებს გადაჭრით უარყოფს. უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ განცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე უკრაინის უშიშროებამ დასდო ბრალი რუსეთის ეფესბეს მუშაკებს იმ ზეწოლის დაგეგმვაში, რომელიც კიევში გამართული ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებზე განხორციელდა.
XS
SM
MD
LG