Accessibility links

logo-print

გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ტიგრან სარქისიანი. ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ კამათის საგნად ქცეული საკონსტიტუციო რეფორმა - რომელიც სარქისიანის კაბინეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენდა - დიდწილად არაკონსტიტუციურია და უნდა შეიცვალოს. სარქისიანი გადადგომის შესახებ განცხადებით გამოვიდა ხუთშაბათს, მმართველი რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია. პარტიის პრესმდივანმა, ედუარდ შარმანზანოვმა ამას „პირადი გადაწყვეტილება“ უწოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ რეფორმა დროებით შეაჩერა იანვარში, მისი ამოქმედებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების ფონი იყო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები - მოქალაქეები აცხადებდნენ, ახალი კანონი არ ქმნიდა სამყოფი პენსიის გაცემის გარანტიას. სარქისიანი პრემიერ-მინისტრად 2008 წლის აპრილში დაინიშნა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლა მთავრობის ყველა მინისტრიც უნდა გადადგეს და ახალი პრემიერის კანდიდატურა ათი დღის ვადაში უნდა დასახელდეს.
XS
SM
MD
LG