Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა


მთავარ პროკურატურაში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას მოწმის სახით დაკითხვა 5 საათს გრძელდებოდა. დასაკითხად ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ადვოკატთან ერთად იმყოფება. პროკურატურის შენობაში შესვლამდე ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაკითხად დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს პოლიტიკური დაკვეთა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და შემდეგაც „საჯაროდ იყო დაანონსებული“ ბიძინა ივანიშვილის მიერ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას დაკითხვა უკავშირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებს. პროკურატურის ცნობითვე, საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.
XS
SM
MD
LG