Accessibility links

logo-print

იაცენიუკი შეასრულებს სავალუტო ფონდის ხელმომჭირნეობის გეგმას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ უერთგულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებულ ხელმომჭირნეობის პოლიტიკას. მისი თქმით, ეს იქნება უკრაინის მხრიდან „დამოუკიდებლობისთვის გადახდილი ფასი“. სააგენტო „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იაცენიუკმა განაცხადა, მკაცრი ეკონომიკური რეფორმების სანაცვლოდ სავალუტო ფონდი უკრაინას 14-დან 18 მილიარდ დოლარამდე დახმარებას პირდება, რაც ქვეყნისთვის „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“ იქნებაო. ხელმომჭირნეობის ზომები - რომელიც მოიცავს უკრაინელებისთვის ენერგიის ფასის მნიშვნელოვნად გაძვირებას - გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტმა უარყო. იაცენიუკის თქმით, უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მხრიდან ყირიმის დაკავებას, მოსკოვთან კარგი ურთიერთობის დამყარების სანაცვლოდ. იაცენიუკი „საერთაშორისო დანაშაულს“ უწოდებს მოსკოვის მიერ ყირიმის დაკავებას. მისი თქმით, ყირიმის დაკავება წარმოადგენს ნაწილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გეგმისა - რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. იაცენიუკის შეფასებით, საბჭოთა კავშირის აღდგენა 21-ე საუკუნის უდიდესი კატასტროფა იქნება.
XS
SM
MD
LG