Accessibility links

logo-print

პაკისტანის თალიბანმა გაახანგრძლივა მთავრობასთან ზავი


პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ გაახანგრძლივა მთავრობასთან მარტის განმავლობაში მოქმედი ზავი, რათა ხელისუფლებას მეტი დრო მისცეს პატიმრების განთავისუფლებისთვის და სამხედროების უკან გაყვანისთვის. თეჰრიკ-ი თალიბანის პრესმდივნის თქმით, ზავი 10 აპრილამდე იმოქმედებს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მთავრობამ სამხრეთ ვაზირისტანში თემის სულ მცირე 16 წარმომადგენელი გაათავისუფლა პატიმრობიდან. პაკისტანის თალიბანის მიზანია 800-მდე პატიმრის განთავისუფლება. ამასთან, თალიბანი მოითხოვს პაკისტანმა თავისი სამხედროები გაიყვანოს ავღანეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, „უსაფრთხო ზონის“ შექმნის მიზნით. პაკისტანის ხელისუფლებამ თალიბანთან მოლაპარაკება თებერვალში დაიწყო იმ მიზნით, რომ დასრულებულიყო ექსტრემისტების მიერ 2007 წელს დაწყებული კამპანია. მოლაპარაკების პირველი რაუნდი იმავე თვეში დასრულდა - როცა თალიბანმა პოლიციის ავტობუსი ააფეთქა და სამთავრობო გასამხედროებული დაჯგუფების 23 წევრი სიკვდილით დასაჯა.
XS
SM
MD
LG