Accessibility links

ავღანეთში საპრეზიდენტო კენჭისყრისთვის ემზადებიან


ავღანეთში შაბათს საპრეზიდენტო არჩევნებია. ეს იქნება ამ ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების პირველი გადაცემა დემოკრატიული გზით. არჩევნების წინა დღით შეიარაღებულმა პირმა მოკლა გერმანელი ფოტოგრაფი ჟურნალისტი ქალი, ანია ნიდრინგჰაუსი და მძიმედ დაჭრა მისი კანადელი კოლეგა, კეტი გენონი. თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოხდა. თავდამსხმელი ავღანეთის ეროვნული პოლიციის წევრი იყო. ჟურნალისტები სააგენტო ასოშიეიტედ პრესს წარმოადგენდნენ და მუშაობდნენ პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში. ხოსტის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელი არმიის წევრი იყო და ის ადგილზე დააკავეს. მომხდარი დაგმო პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ. თალიბანი დაიმუქრა, რომ შაბათის არჩევნებს ხელს შეუშლის.
XS
SM
MD
LG