Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


დღეს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ავღანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო უბნები ერთი საათით მეტ ხანს იქნება ღია. ამომრჩეველთა აქტიურობამ და კოკისპირულმა წვიმამ, რომელმაც ხალხს ხელი შეუშალა საარჩევნო უბნებამდე დროულად მისვლაში, საარჩევნო კომისია იძულებული გახადა, კენჭისყრის დრო გაეხანგრძლივებინა. დღევანდელი არჩევნების შედეგად ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდება ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით. მოქმედ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კონსტიტუციით ეკრძალება ამ თანამდებობის მესამე ვადით დაკავება. მისი მემკვიდრეობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. ხელისუფლების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 350 ათასი ჯარისკაცია განლაგებული, რათა ხელი შეუშალონ თალიბანს არჩევნების ჩაშლაში. ხელისუფლების ცვლა ხდება მაშინ, როცა დასავლეთის საბრძოლო შენაერთების უმრავლესობა წლის ბოლოსთვის ქვეყნის დასატოვებლად ემზადება.
XS
SM
MD
LG