Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომის შეფის თანახმად, რუსეთს უკრაინისგან 11 მილიარ დოლარზე მეტი ჰმართებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მთავრობას დაავალა, მოემზადოს მოსკოვთან გაზის თაობაზე კონფლიქტში ორი ვარიანტისთვის, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის. იაცენიუკმა თქვა, რომ კიევისთვის მიუღებელია რუსეთის ათას კუბურ მეტრ გაზზე 485 დოლარი. მისი თქმით, უკრაინა მზადაა შეისყიდოს გაზი 268 დოლარად. ენერგეტიკის მინისტის, იულია პროდანის თქმით, თუკი რუსეთთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს. მანამდე გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი 11 მილიარდ 400 ათას დოლარად აფასებს ბიუჯეტის დანაკლისს, რომელიც შეიქმნა უკრაინისთვის გაკეთებული ფასდაკლებით, რომელიც ხარკოვის შეთახმებებითაა გათვალისწინებული. ხარკოვის შეთანხმებები, რომლებიც 2010 წელს იქნა ხელმოწერილი, გაზზე შეღავათიან ფასებს ითვალისწინებდა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25 წლით ყოფნის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG