Accessibility links

ეგვიპტეში ტომთა შორის შეტაკების შედეგად სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა


შაბათს ეგვიპტეში, პროვინცია ასუანში, ტომთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა. კონფლიქტი მოხდა ნუბიის სოფლების მოსახლეთა და ბანი ჰილალის ტომის წარმომადგენელთა შორის. რეგიონში განლაგებულია უშიშროების ძალები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ძალადობა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, კონკრეტულად რამ გამოიწვია კონფლიქტი. როგორც მასმედია იტყობინება, ეგვიპტის სამხრეთ რაიონებში ხშირად ხდება ხოლმე შეტაკებები დაპირისპირებულ ტომებს შორის. ფრანს-პრესის ცნობით, ხუთშაბათს მხარეთა შორის გაიმართა მოლაპარაკება დაზავების შესახებ. მაგრამ მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი დავა ჩხუბში გადაიზარდა და შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG