Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები. ხელისუფლების ცნობით, ამის მიუხედავად, რიგში მდგომ ხალხს საშუალება ექნება, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს. მანამდე ხელისუფლებამ ერთი საათით გაახანგრძლივა საარჩევნო უბნების მუშაობა. ამომრჩეველთა აქტიურობამ და კოკისპირულმა წვიმამ, რომელმაც ხალხს ხელი შეუშალა საარჩევნო უბნებამდე დროულად მისვლაში, საარჩევნო კომისია იძულებული გახადა, კენჭისყრის დრო გაეხანგრძლივებინა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანი იქნა მოკლული, ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად. დღევანდელი არჩევნების შედეგად ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდება ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით.
XS
SM
MD
LG