Accessibility links

"ბოინგმა" და "ჯენერალ ელექტრიკმა" ირანთან სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობის ნებართვა მიიღეს


მსოფლიოში უდიდესმა ავიამშენებელმა კომპანია „ბოინგმა“ და ძრავების მწარმოებელმა კორპორაცია „ჯენერალ ელექტრიკმა“ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსგან მიიღეს ირანისთვის კომერციული თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების შეზღუდული მიყიდვის ნებართვა. რეიტერს მოჰყავს „ჯენერალ ელექტრიკის“ წარმომადგენლის სიტყვები, რომ ფინანსთა სამინისტრომ მოიწონა კომპანიის განაცხადი, მოემსახუროს 18 ძრავს, რომლებიც ამ ფირმამ ირანს ჯერ კიდევ 70-იან წლებში მიჰყიდა. „ბოინგის“ თანახმად, ამ ფირმისთვის მინიჭებული ნებართვა ეხება ირანისთვის 1979 წლამდე მიყიდული თვითმფრინავებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მიწოდებას. ირანისთვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიყიდვაზე ემბარგოს ნაწილობრივი გაუქმება ხორციელდება ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების შესუსტების ფარგლებში. სანქციები სუსტდება ირანის დაპირების საპასუხოდ, რომ ის თავისი ბირთვული პროგრამის მასშტაბებს შეამცირებს.
XS
SM
MD
LG