Accessibility links

logo-print

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 58%-მა მიიღო მონაწილეობა


ავღანეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელსაც მეორე ვადა ეწურება და ტოვებს თანამდებობას, შეაქო ავღანელები დემოკრატიული არჩევანისთვის მას მერე, რაც ქვეყანაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და ადგილობრივი ხელისუფლებების არჩევნები. კარზაიმ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ავღანელები არ შეუშინდნენ უამინდობასა და თალიბების მუქარებს და მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმების მქონე 12 მილიონი ამომრჩევლის 58%-მა. თალიბანის მუქარის მიუხედავად რაიმე მნიშვნელოვან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანში საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნებოდა.
XS
SM
MD
LG