Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი კოსოვოში საერთაშორისო სასამართლოს დაფუძნებას აპირებს


ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ კოსოვოში აპირებს დააფუძნოს საერთაშორისო სასამართლო. მისი ყურადღების ცენტრში იქნება დანაშაულებები, რომელიც სავარაუდოდ ეთნიკურმა ალბანელმა მებრძოლებმა ჩაიდინეს სერბიასთან ომის დროს. როგორც იტყობინებიან, სასამართლო აპირებს განიხილოს ბრალდებები, რომელთა თანახმად, ალბანელი პარტიზანები სერიოზულ სამხედრო დანაშაულებებთან იყვნენ კაშირში 1998-99 წლების კონფლიქტის დროს. როგორც ფრანს პრესი იტყობინება ევროკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით, ზოგიერთი პრობლემური პროცედურა, როგორიცაა, მაგალითად, მოწმეთა დაკითხვა, შესაძლოა კოსოვოს ფარგლებს გარეთ მოხდეს. კოსოვოში ომი დასრულდა, როცა ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად რეგიონის ტერიტორიიდან განდევნილ იქნა სერბიის არმია. 2008 წელს კოსოვოს ეთნიკური ალბანელების ლიდერებმა სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. იტყობინებიან, რომ ჯერ კიდევ მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ახალი სასამართლო და როდის დაიწყებს ის მუშაობას.
XS
SM
MD
LG