Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მახლობლად ტყეში იპოვეს ნაციონალისტი აქტივისტის, ვასილი სერგიენკოს გვამი


აქტივისტისა და ჟურნალისტის, ვასილი სერგიენკოს გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ კიევის მახლობლად, ტყეში იპოვეს მისი გვამი. სერგიენკომ დიდი როლი ითამაშა საპროტესტო აქციებში, რომელთა შედეგადაც ჩამოგდებულ იქნა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ნაციონალისტური პარტია „სვობოდას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერგიენკოს გვამს ეტყობა წამების ნიშნები და რომ ის სოფელ ვიგრაევის მახლობლად, ტყეში, იპოვეს ჩაფლული. განცხადების თანახმად, სერგიენკოს თავის ქალა გატეხილი ჰქონდა, მუხლები დაზიანებული და სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა გულისა და კისრის არეში. სერგიენკო მონაწილეობას იღებდა თებერვალში იანუკოვიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. ის იყო წევრი ნაციონალისტური ოპოზიციის ერთ-ერთი თავდაცვითი ჯგუფისა, რომელსაც პერიოდულად ჰქონდა შეტაკებები პოლიციასთან. ადგილობრივმა პროკურატურამ დაადასტურა გვამის აღმოჩენის ფაქტი.
XS
SM
MD
LG