Accessibility links

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დაანგარიშება იწყება


ავღანეთში შაბათს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები 34 პროვინციიდან დედაქალაქ ქაბულში გადააქვთ. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, მოჰამად ნოორმა კვირას განაცხადა, რომ ხმების დათვლის საბოლოო პროცესი დღეს იწყება. ჯერ დაითვლება ახლომდებარე საარჩევნო უბნების ხმები და მომდევნო დღეებში გაგრძელდება უფრო შორეული რეგიონებიდან მიღებული ბიულეტენებით. ხმები ჯერ საარჩევნო უბნებში ითვლება და შემდეგ ბიულეტენები ქაბულში იგზავნება საბოლოო დაანგარიშებისთვის. ნოორის თქმით, შორეული რეგიონებიდან ბიულეტენების მიღება შეიძლებაა ერთ კვირამდე გაგრძელდეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება 24 აპრილამდე არ არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG