Accessibility links

logo-print

ერაყში ექვსი ადამიანი გაიტაცეს და დახვრიტეს


ერაყის ქალაქ ლატიფიაში, სადაც ძირითადად სუნიტები ცხოვრობენ, ექვსი ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უცნობმა პირებმა სახლებიდან გაიტაცეს ექვსი მამაკაცი და დახვრიტეს ისინი. ლატიფია ბაღდადის სამხრეთით 30 კილომეტრზე მდებარეობს. ჯერჯერობით არავის უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. გაეროს ცნობით, ერაყში ამჟამად ძალადობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება 2008 წლის შემდეგ. 30 აპრილისთვის ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG