Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იაპონიას მიაწვდის ანტისარაკეტო თავდაცის სისტემებით აღჭურვილ ორ გემს


პენტაგონი იაპონიას მიაწვდის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით აღჭურვილ ორ გემს, რათა ის წინ აღუდგეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მადესტაბილიზებელ და პროვოკაციულ ქმედებებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგლმა განაცხადა ტოკიოში, იაპონიის თავდაცვის მინისტრ იცუნორი ონოდერასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გემები იაპონიაში 2017 წელს განლაგდება. პრესკონფერენციაზე ჰეიგლმა ასევე შეაფასა რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ წარმოებული პოლიტიკა: „ჩვენ ვხედავთ უპატივცემულობისა, დაშინების და ძალდატანების მკაფიო ნიშნებს ევროპაში. ეს გამოიხატება იმაში, რაც რუსებმა გააკეთეს უკრაინაში. უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ და ნათლად უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ 21-ე საუკუნეში ეს არ გამოვა. მთელი მსოფლიოს სურვილის საპირისპიროდ ვერ გადახედავთ საზღვრებს და ვერ შეცვლით სუვერენული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ძალის გამოყენებით, იძულებით და ზეწოლით. სულ ერთია, ეხება ეს პატარა კუნძულებს წყნარ ოკეანეში თუ დიდ ქვეყნებს ევროპაში“.
XS
SM
MD
LG