Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსულად განწყობილი აქციის მონაწილეები უკრაინის სამი დიდი ქალაქის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ


პრორუსულად განწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეები უკრაინის სამი დიდი ქალაქის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. კვირას რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ გაარღვია პოლიციის კორდონი და შეიჭრა ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის შენობაში. პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. აქციის მონაწილეებმა შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. მანამდე პრორუსულად განწყობილი უკრაინელი მომიტინგეები დონეცკში მთავრობის მთავარ შენობაში შეიჭრნენ. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქიდან იტყობინებიან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს და უკრაინისა დაუშვეს. პრორუსული აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში შეიჭრნენ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკშიც. აქციების ზოგიერთი მონაწილე მოითხოვდა რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვას. აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა გააუქმა ლიტვაში ვიზიტი.
XS
SM
MD
LG