Accessibility links

საქართველოში იმყოფება შვედეთის დელეგაცია


საქართველოს შვედეთის რიკსდაგის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ორდღიანი კონფერენცია გაიმართება, სადაც კანონის უზენაესობის, საპარლამენტო ზედამხედველობის, არჩევნების, გენდერისა და 2014 წლის სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში შვედეთის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოსა და შვედეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის 18-თვიანი თანამშრომლობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და შვედეთის რიკსდაგის თავმჯდომარე პერ ვესტერბერმა პროექტის გახსნის თაობაზე ოფიციალურად 2013 წლის სექტემბერში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პროექტის მიზანს ორი ქვეყნის პარლამენტების დაახლოება, მათი საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, საქართველოს ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG