Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები წესდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ყოფნის ვადებზე


7 აპრილიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ყოფნის ვადაზე შეზღუდვები წესდება. ქვეყნის სახელმწიფო-სასაზღვრო სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემოღებული წესების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა შეეძლებათ არა უმეტეს 90 დღისა, ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველი შემოსვლის დღიდან. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესების შემდეგ მიიღო. უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინის მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეებს უარს ეტყვიან ქვეყანაში განმეორებით შესვლაზე. აქამდე რუსეთის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უკრაინაში სამ თვეს დარჩენილიყვნენ, შემდეგ ისინი უნდა გასულიყვნენ ქვეყნიდან, მაგრამ საშუალება ჰქონდათ მაშინვე დაბრუნებულიყვნენ უკან. ამ დროისათვის უკრაინასა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის ხელისუფლება საუბრობდა რუსეთთან ვიზების შემოღების თაობაზე, თუმცა მოგვიანებით ამ იდეაზე უარი თქვა.
XS
SM
MD
LG