Accessibility links

ჩეხეთის პრეზიდენტი ნატოს ძალების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ალბათობაზე საუბრობს


რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ექსპანსიის მცდელობას, პრეზიდენტ მილოშ ზემანის თქმით, ჯაჭვური რეაქცია ექნება და პირადად იგი სამხედრო ჩარევასაც მხარს დაუჭერდა. „ამ შემთხვევაში, მე მხარს დავუჭერდი არა მხოლოდ ევროკავშირის უფრო მკაცრ შესაძლო სანქციებს, არამედ, ვიტყოდი, ნატოს მხრიდან სამხედრო სამზადისს, სახელდობრ, ალიანსის სამხედრო ძალების შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე,“- განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ორშაბათს, ჩეხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში. რაც შეეხება ყირიმს, ზემანი აცხადებს, რომ "ვერბალური განცხადებების" მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები და ევროკავშირი უნდა დაეთანხმონ იმას, რომ "ყირიმი თვალსაწიერ მომავალში არ დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში".
XS
SM
MD
LG