Accessibility links

logo-print

ინდოეთში საყოველთაო არჩევნები იმართება


ინდოეთში დღეს საყოველთაო არჩევნები იმართება. ამ კენჭისყრას მსოფლიოში დემოკრატიის უდიდეს გამოცდას უწოდებენ. მომავალი ხუთი კვირის განმავლობაში 815 მილიონმა ადამიანმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გაკეთონ მმართველ კონგრესის პარტიასა და ოპოზიციურ, ინდოეთის ნაციონალისტურ, „ბჰარატია ჯანატის“ პარტიას შორის. წინასწარი გამოკითხვებით, მეტი მომხრე ეყოლება მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიას, რითაც დასრულდება კონგრესის პარტიის ათწლიანი მმართველობა. ორშაბათს კენჭისყრა დაიწყო ჩრდილო-აღმოსავლეთის ექვს ოლქში. მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა 40-მდე სეპარატისტული, რეგიონული და მემარცხენე, რადიკალური ჯგუფების განცხადებების გამო, რომ ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ კენჭისყრას.
XS
SM
MD
LG