Accessibility links

ბან კი მუნი ავღანელ ამომრჩევლებს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ავღანელ ამომრჩევლებს მიულოცა 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. მიმართვაში, რომელიც მისმა პრესმდივანმა გაავრცელა, ბან კი მუნი არჩევნებს „ისტორიულს“ უწოდებს - „მნიშვნელოვან ნაბიჯს“ ქვეყანაში ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემის მიმართულებით. ბან კი მუნის თქმით, ამომრჩევლები არ შეუშინდნენ მუქარას და დაშინებას და გაავრცელეს „ძლიერი სიგნალი“, რომ მოძალადეები ვერ გაიმარჯვებენ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო შვიდმა მილიონმა ამომრჩეველმა (სულ 12 მილიონიდან), მიუხედავად თალიბანის მუქარისა, რომ კენჭისყრას ჩაშლიდა. არჩევნების პირველი რაუნდის წინასწარი შედეგები 24 აპრილსაა მოსალოდნელი, ხოლო საბოლოო შედეგები - 14 მაისს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, 28 მაისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG