Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მიმართ სანქციებმა შესაძლოა ყაზახეთიც დააზარალოს


ყახაზეთში მსჯელობენ ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე ვარაუდის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა შესაძლოა, ყაზახეთის ენერგოსექტორიც დააზარალოს. ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მინისტრმა უზაკბაი კარაბალინმა ორშაბათს უთხრა პარლამენტარებს, რომ სანქციების შედეგად შესაძლოა, შემცირდეს ნავთობი, რომლის ექსპორტსაც ყაზახეთი ახდენს რუსეთის ნავთობსადენების მეშვეობით. კარაბალინის თქმით, ყაზახეთს მოუწევს კონცენტრირება აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გამავალ მარშრუტზე და შესაძლებელია პარტნიორად ირანის განხილვაც. ამასთან, ყაზახეთი შეეცდება, ახლო მომავალში გაზარდოს ნავთობის ექსპორტი ჩინეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.
XS
SM
MD
LG