Accessibility links

ტურჩინოვი მოსკოვს ადანაშაულებს აღმოსავლეთ უკრაინის არეულობაში


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთის მიერ შემუშავებულ გეგმად მიიჩნევს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის შენობებში დემონსტრანტების შეჭრას და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გამოცხადებას. ტურჩინოვმა ორშაბათს, სატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციის მეორე ტალღა“ უწოდა ქმედებებს, რომლებიც კვირას დაიწყო ლუგანსკში, დონეცკსა და ხარკოვში. რუსეთის მომხრე აქტივისტებმა ორშაბათს გამოაცხადეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“. ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვენ რეგიონში „დროებითი სამშვიდობო კონტინგენტის“ გაგზავნას და ამბობენ, რომ არაუგვიანეს 11 მაისისა გაიმართება რეფერენდუმი დონეცკის რეგიონის მომავლის შესახებ. ასევე ორშაბათს რუსეთის მომხრე აქტივისტებმა გაძარცვეს იარაღის საცავი ლუგანსკში. ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები განხორციელდება იმ პირების მიმართ, ვინც იარაღი აიღო უკრაინის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG