Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, 14 ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ინციდენტი 7 მარტს მოხდა ყანდაარში, მეივანდის რაიონში. ამ წყაროს ცნობით, უცხოელ ჯარისკაცებს გადაკეტილი ჰქონდათ მთავარი ავტომაგისტრალი, თვითმკვლელი თავდასხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შემდეგ, რის გამოც ავტომანქანას, რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდნენ, გზიდან გადახვევა მოუწია. იქ, მინდორში აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
XS
SM
MD
LG