Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აფრთხილებს არ ჩაერიოს აღმოსავლეთ უკრაინაში


რუსეთის მომხრე დემონსტრანტებმა, რომლებსაც უკრაინის ქალაქ დონეცკში დაკავებული აქვთ რეგიონული ადმინისტრაციის შენობა, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ გამოაცხადეს. ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვენ რეგიონში „დროებითი სამშვიდობო კონტინგენტის“ გაგზავნას და აცხადებენ, რომ რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებენ. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი მოსკოვს ადანაშაულებს არეულობაში, რომელმაც ქვეყნის აღმოსავლეთი მოიცვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევს მიმართავს შეწყვიტოს ხელის მოსკოვისკენ გაშვერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები „სპონტანურს“ არ ჰგავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კერიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის გადადგმული ახალი ნაბიჯებისთვის რუსეთს ახალი საფასურის გადახდა მოუწევს. თეთრი სახლის განცხადებით, არის „მყარი მტკიცებულება“, რომ პრო-მოსკოვურად განწყობილი დემონსტრანტების ნაწილს „ფულს უხდიან და ისინი არ წარმოადგენენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს“.
XS
SM
MD
LG