Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გადააქვთ საარჩევნო ბიულეტენები


ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ქვეყნის 34 პროვინციიდან 20-ში ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები ქაბულში გადაიტანეს, ხმების დასათვლელად. კომისიის განცხადებით, საარჩევნო ყუთების დანარჩენი რეგიონებიდან გადატანის პროცესი 15 აპრილისთვის დასრულდება. ამასთან, კომისია აცხადებს, რომ შეისწავლის 2,000-მდე საჩივარს, რომლებიც ეხება დარღვევებს 5 აპრილს ჩატარებულ პრეზიდენტის და პროვინციათა საბჭოების არჩევნებზე. ავღანეთის 12 მილიონი ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7 მილიონზე მეტმა მოქალაქემ, მიუხედავად თალიბანის ექსტრემისტების მუქარისა, რომ ჩაშლიდნენ კენჭისყრას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 7 აპრილს ავღანეთის ხალხი ქებით მოიხსენიეს - მათი თქმით, ავღანელებმა გამოავლინეს „გამორჩეული, შთამბეჭდავი მიზანსწრაფულობა“ თავიანთი ლიდერების არჩევის საქმეში.
XS
SM
MD
LG