Accessibility links

logo-print

აშშ-ს არ სურს გაეროში ირანის ახალი წარმომადგენლის შეშვება ქვეყნის ტერიტორიაზე


აშშ-ის სენატმა ორშაბათს საღამოს ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც აშშ-ში შესვლას უკრძალავს ნებისმიერი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს გაეროში, რომელიც მონაწილეობს ჯაშუშურ, ტერორისტულ, ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშ რაიმე სახის საქმიანობას ეწევა. ამ კანონპროექტის მიღების საბაბად იქცა ირანის მზადყოფნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნოს ჰამიდ აბუთალები. ის ეჭვმიტანილია 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ამ ინციდენტის გამო აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. ახლანდელი კანონპროექტის ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან ტედ კრუზი, რომელმაც აბუთალების კანდიდატურის წამოყენებას ირანის მხრიდან აშშ-ის მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი უწოდა. კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შევა და მხარდაჭერის შემთხვევაში დოკუმენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაეცემა ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG