Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ინტერფაქსი არსენ ავაკოვზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეგიონის ადმინისტრაციული შენობების დაკავებისთვის დაპატიმრებულია დაახლოებით 70 „სეპარატისტი“. თავის „ფეისბუკის“ გვერდზე ავაკოვმა დაწერა, რომ ხარკოვის ცენტრი გათავისუფლებულია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „სეპარატიზმთან დაკავშირებულ არალეგალურ მოქმედებებში, მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაში“, აგრეთვე სხვვა კანონების დარღვევაში.
XS
SM
MD
LG