Accessibility links

logo-print

რუსეთმა აკრძალა მოლდავეთიდან ღორის ხორცის იმპორტი


რუსეთი აცხადებს, რომ აკრძალა მოლდავეთიდან ღორის ხორცის იმპორტი. რუსეთის სანიტარული სამსახური „როსპოტრებნადზორი“ აკრძალვის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მოლდავეთმა რუსეთში შეიტანა ღორის ხორცის პროდუქტები, რომელთა წარმომავლობაც ფალსიფიცირებული იყო. აკრძალვა 8 აპრილს შედის ძალაში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა აკრძალა ღორის ხორცის პოლონეთიდან და ლიტვიდან იმპორტი.
XS
SM
MD
LG