Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი რუსეთს აფრთხილებს, ნუ დაუშვებს „ისტორიულ შეცდომას“


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ „ისტორიული შეცდომა“ იქნებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია. რასმუსენმა ეს შეფასება 8 აპრილს პარიზში ვიზიტისას გამოთქვა და მოსკოვს მოუწოდა, გაიყვანოს უკრაინის საზღვართან თავმოყრილი ჯარები. „თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნებოდა ისტორიული შეცდომა. ამას მოჰყვებოდა მძიმე შედეგები რუსეთთან ჩვენი ურთიერთობისათვის და გააძლიერებდა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ამ განცხადების ფონია უკრაინის მთავრობის ნაბიჯები აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში, ადგილობრივი მთავრობის შენობებში შეჭრილი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ შეწყვიტა მოსკოვთან პრაქტიკული თანამშრომლობის ყველა ფორმა და დაიწყო ალიანსის აღმოსავლეთევროპელ წევრებში თავისი ჯარების გაძლიერება.
XS
SM
MD
LG