Accessibility links

logo-print

რუსეთი ადასტურებს, რომ „ნეიტრალიზებულია“ დოკუ უმაროვი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ „ნეიტრალიზებულია“ ჩეჩენი ექსტრემისტების ლიდერი, დოკუ უმაროვი. უშიშროების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ხუთშაბათს თქვა, რომ წელს, უფრო ადრე იქნა „ნეიტრალიზებული“ თვითგამოცხადებული „კავკასიის საამიროს“ ლიდერის, დოკუ უმაროვის "საქმიანობა". ბორტნიკოვს არ უსაუბრია დეტალებზე. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ განხორციელდა 33 სპეცოპერაცია, რომელთა შედეგადაც მოკლეს რეგილგიურ-ექსტრემისტული გაერთიანებების 36 ლიდერი და 65 წევრი და დააპატიმრეს 200 ტერორისტი. ექსტრემისტებთან დაახლოებული საინფორმაციო წყარო, ვებსაიტი „კავკაზ ცენტრი“ გასულ თვეში იუწყებოდა დოკუ უმაროვის დაღუპვის შესახებ. არც ამ ცნობაში იყო მოყვანილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და როდის მოკლეს უმაროვი. მისი სახელი უკავშირდებოდა რუსეთში მოწყობილ რამდენიმე აფეთქებას.
XS
SM
MD
LG