Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს უჩივის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში


ევროკავშირი რუსეთს უჩივის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროკავშირიდან ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვის გამო. ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, კარელ დე გუხტმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ევროკაშირიდან ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვა აშკარად ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს. რუსეთმა იანვარში აკრძალა ღორის ხორცის იმპორტი, მოსკოვის განმარტებით, ლიტვაში და პოლონეთში ღორის ჭირის შემთხვევების გამო. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აკრძალა მოლდავეთიდან ღორის ხორცის იმპორტიც.
XS
SM
MD
LG