Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელი სახელმწიფო ღალატისათვის


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას სახელმწიფო ღალატისთვის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის. დამტკიცებული კანონპროექტით, სეპარატიზმი დაისჯება 10 წლიდან სამუდამომდე პატიმრობით. 6 აპრილს რუსეთის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა დაიკავეს ადგილობრივი მთავრობის შენობები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში - ხარკოვში, ლუგანსკსა და დონეცკში - და მოითხოვეს რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების საკითხზე.
XS
SM
MD
LG