Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი გმობს სირიაში კათოლიკე მღვდლის მკვლელობას


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო სირიაში ნიდერლანდელი კათოლიკე მღვდლის, ფრანს ვან დერ ლუგტის მკვლელობა. 75 წლის სასულიერო პირი 1970-ანი წლებიდან ცხოვრობდა სირიაში. 7 აპრილს ის შინიდან გაიყვანეს შეიარაღებულმა პირებმა და თავში ესროლეს. ბან კი მუნის პრესმდივნის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გაეროს გენერალური მდივანი სირიაში დაპირისპირებული მხარეებისა და მათი მომხრეებისაგან მოითხოვს, უზრუნველყონ სამოქალაქო პირების დაცულობა მათი რელიგიის და ეთნიკური კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად.
XS
SM
MD
LG