Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: უკრაინაში რუსი აგენტები იმყოფებიან „ქაოსის“ გამოსაწვევად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსი აგენტები არიან გაგზავნილი აღმოსავლეთ უკრაინაში „ქაოსის“ გამოსაწვევად. კერი ამბობს ასევე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს საბაბის შექმნას სამხედრო ინტერვენციისათვის, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადებები გააკეთა ვაშინგტონში, აშშ-ის სენატის კომისიის შეკითხვებზე პასუხისას. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს მან „უკანონო და არალეგიტიმური“ უწოდა. კერის თქმით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციების შემოსაღებად, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენობის დარღვევას. ჯონ კერის თქმით, ის მომავალ კვირაში ევროპაში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG