Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ შეძლებს დესტაბილიზაციის მოწყობას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ შეძლებს დესტაბილიზაციის მოწყობას. ღარიბაშვილმა ამის შესახებ სამშაბათს უთხრა თბილისში ჟურნალისტებს, როცა მას სთხოვეს, გამოეთქვა მოსაზრება შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მოაწყოს დესტაბილიზაცია და დაამხოს ხელისუფლება. „მე მინდა ყველა დავამშვიდო და გვითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ ვერ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ექნება რაიმე სურვილი, რაიმე მცდელობა, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG