Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა მძევლები აიყვანეს


უკრაინის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დანაღმეს უშიშროების სამსახურის შენობა ქალაქ ლუგანსკში და მძევლად აიყვანეს 60-მდე ადამიანი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 8 აპრილს ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ კონტრტერორისტული დაჯგუფების წევრები ცდილობენ სეპარატისტების დარწმუნებას, გაათავისუფლონ მძევლები. მაგრამ რუსეთის მომხრე დემონსტრანტმა, რომელიც ოკუპირებულ შენობაში იმყოფება და თავს „ანტონად“ მოიხსენიებს, უარყო, რომ მან და შენობაში შეჭრილმა დანარჩენმა პირებმა შენობა დანაღმეს, ან მძევლები აიყვანეს. უკრაინა აცხადებს, რომ ლუგანსკში უშიშროების სამსახურის შენობა რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს 6 აპრილს, როცა დემონსტრანტები შეიჭრნენ მთავრობის შენობებში აღმოსავლეთ უკრაინის კიდევ ორ ქალაქში - დონეცკსა და ხარკოვში. 8 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ კონტროლი აღადგინა რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე ხარკოვში.
XS
SM
MD
LG