Accessibility links

logo-print

ეუთომ გააკრიტიკა ტაჯიკეთის საპრეზიდენტო არჩევნები


ტაჯიკეთის ხელისუფლებამ უგულებელყო სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ვითარების უზრუნველყოფის თაობაზე ეუთოს რეკომენდაციები. ასე წერია ეუთოს სამეთვალყურეო მისიის საბოლოო ანგარიშში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. მისია ტაჯიკეთში 2013 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს უწევდა მეთვალყურეობას. დოკუმენტის თანახმად, არჩევნებში ვერ შეძლეს მონაწილეობა მიეღოთ ოპოზიციის კანდიდატებს, რადგან მათ რეგისტრაციის დროს პრობლემები შეექმნათ. მისიის ხელმძღვანელმა, პარასკივა ბადესკუმ განაცხადა, რომ ტაჯიკეთის საზოგადოების ყველა ჯგუფმა უნდა მიიღოს მონაწილეობა რეფორმების გატარებაში, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირებაში. ის დღეისთვის გეგმავდა ტაჯიკეთის ხელისუფლებთან საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას.
XS
SM
MD
LG