Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა აღმოსავლეთში ვითარების მოგვარებას 48 საათში აპირებს


უკრაინის ხელისუფლებმა პირობა დადეს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტული აქციების გამო შექმნილ ვითარებას 48 საათში მოაგვარებს ან მოლაპარაკების, ან ძალის საშუალებით. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა. მისი თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ხარკოვში, დონეცკსა და ლუგანსკში არ მოხსნილა. დონეცკსა და ლუგანსკში, სადაც გასულ შაბათ-კვირას პრორუსული მიტინგების მონაწილეებმა დაიკავეს საოლქო ადმინისტრაციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობები, დაძაბულობა კვლავ რჩება. დონეცკში პრორუსულმა აქტივისტები კვლავ აგებენ ბარიკადებს. ლუგანსკში უშიშროების სამსახურის შენობიდან მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა 50 პირი უიარაღოდ. სეპარატისტებთან მოლაპარაკება გრძელდება. ხარკოვში, ალყა მოიხსნა საოლქო მთავრობის შენობაზე, რომელიც იერიშით აიღო სპეცდანიშნულების რაზმმა სამშაბათს, როცა 70 ეჭვმიტანილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG