Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა დაღესტანში სპეცოპერაციისას დაჭრილი პოლიციელი


გარდაიცვალა ერთ-ერთი იმ სამი პოლიციელიდან, რომლებიც დაიჭრნენ დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. დაღესტნის რესპუბლიკის პოლიციის ცნობით, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ლეიტენანტი, მუთალიმ დავუდოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად. 41 წლის დავუდოვი, კიდევ ორ პოლიციელთან ერთად, ექსტრემიზმში ეჭვმიტანილებთან შეტაკების დროს დაიჭრა 8 აპრილს. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, მაშინ როცა სამართალდამცველები ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ. თავდამსხმელები არ დაუკავებიათ.
XS
SM
MD
LG