Accessibility links

მაიდანზე შეტაკებების მსხვერპლთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა


105-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 2013 წლის 30 ნოემბრის შემდეგ დაიღუპნენ კიევში, მაიდანზე მიმდინარე მასობრივ აქციებზე მომხდარი შეტაკებების დროს. ეს ცნობა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გაავრცელა. საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 98 დაჭრილი. საერთო ჯამში, კიევის საავადმყოფოებს 1737-მა დაშავებულმა მიაკითხა 18 თებერვლის შემდეგ - ანუ იმ დროიდან, როცა მნიშვნელოვნად გამძაფრდა დაპირისპირება ევროკავშირის მომხრე დემონსტრანტებს და აწ გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ერთგულ უსაფრთხოების ძალებს შორის. დაშავებულებიდან 1155 საავადმყოფოში დააწვინეს. დაშავებულების და დაღუპულების უმრავლესობა დემონსტრანტია.
XS
SM
MD
LG