Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პარლამენტმა კატალონიას არ მისცა ნებართვა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე


ესპანელმა კანონმდებლებმა უარყვეს ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის, კატალონიის თხოვნა მიეღო ნებართვა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე. მადრიდში განთავსებულ ეროვნულ პარლამენტში ამ საკითხზე დებატებმა შვიდი საათის განმავლობაში გასტანა. საბოლოოდ წინააღმდეგ ხმა მისცა 299-მა დეპუტატმა, მომხრე იყო 47, ერთმა თავი შეიკავა. ესპანეთის მთავრობის შეფასებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ამყარებს მის პოზიციას, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვა კონსტიტუციის დარღვევა იქნება. კატალონიელი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ მაინც გააგრძელებენ ბრძოლას რეფერენდუმის ნოემბერში გამართვის მიზნით. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ მდიდარ რეგიონში სეპარატისტული მოძრაობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. კატალონიას თავისი ენა აქვს და გამოირჩევა ესპანეთისგან უფრო დიდი ავტონომიის მოპოვებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის ისტორიით.
XS
SM
MD
LG