Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეწყვიტა „ამერიკის ხმის“ რადიომაუწყებლობა


რუსეთმა აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს (BBG-ს) აცნობა, რომ შეწყვიტა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კონტრაქტი, რომელიც მოსკოვში საშუალო ტალღებზე მაუწყებლობას ეხებოდა. კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე „ამერიკის ხმის“ თხოვნას სააგენტო „რუსეთი დღეს“ დირექტორმა, დმიტრი კისელიოვმა უპასუხა, „არ ვაპირებთ თანამშრომლობასო“. „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ვებსაიტის ცნობით, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ჯეფრი შელმა განაცხადა: „მოსკოვმა არასწორი გზა აირჩია და გადაწყვიტა სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. ... რუსეთის მედიასაშუალებები, მათ შორის კისელიოვის ხელმძღვანელობით მოქმედი არხი Russia Today, სარგებლობენ ღია წვდომით აშშ-სა და მთელ მსოფლიოში მაუწყებლობაზე. რუსეთის მოქალაქეები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ასეთივე თავისუფლებას იმსახურებენ“. აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭო რადიო თავისუფლების მუშაობასაც უწევს კოორდინირებას. ხისტი ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი დმიტრი კისელიოვი ახლახან მოხვდა რუსეთის იმ მოქალაქეების სიაში, რომლებსაც ევროკავშირმა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა, ყირიმში რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG