Accessibility links

logo-print

9 აპრილი 25 წლის შემდეგ


დღეს საზოგადოებამ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან შეიკრიბნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე 25 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენის მონაწილეები. 1989 წლის 9 აპრილს რუსულმა ჯარმა დაარბია მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას მოითხოვდნენ. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით დაიჭრა და მხუთავი გაზით მოიწამლა.

XS
SM
MD
LG