Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ფაქტის გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც სლოვაკეთის ვიცე-პრემიერისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ მიტანილ გვირგვინს მოხსნეს სლოვაკეთის რესპუბლიკის დროშისფერებიანი ლენტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ ლენტის დაწვა გაუთვითცნობიერებელი მოქმედება იყო. სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სლოვაკეთის ოფიციალური დელეგაციის და საელჩოს მიმართ 9 აპრილის მემორიალის გვირგვინით შემკობისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის გამო.
XS
SM
MD
LG