Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოდიშის მოხდას არ აპირებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე


თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის გვირგვინის ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი. მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე გაეკეთებინა არა რუსეთის დროშის ინდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი. „მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა“, - განაცხადა გაზდელიანმა, რომლის მტკიცებით, ლენტის დაწვა არა მისი პირადი, არამედ მემორიალთან შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო. ამასთან, გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემისთვის სლოვაკეთის დელეგაციისადმი მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. ბესიკ გაზდელიანმა მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი მას შემდეგ დაწვა, რაც ის რუსეთის დროშად აღიქვა.
XS
SM
MD
LG